,,ნაციონალური მოძრაობა" მოსკოვის პროსპექტის მაჟორიტარი კანდიდატის გამოსავლენად პარტიის ცენტრალურ ოფისში პრაიმერს მართავს.
პრაიმერში პარტიის ორი წევრი დავით გოგოხია და დავით ჟღენტი მონაწილეობს. როგრც ჟურნალისტებთან ,,ნაცმოძრაობის" წევრმა გიგი უგუალავამ განაცხადა ორივე კანდიდატი ღირსეული ადამიანია და მათ წარმატება უსურვა.
,, ეს პროცესი არის ძალიან ჯანსაღი პროცესი და ამით ჩვენ ვცდილობთ დავაწესოთ, შემოვიტანოთ ქართულ პოლიტიკაში ის სტანდარტი რომელიც აქამდე არ არსებობდა. ყველა კანდიდატი შერჩეულია პარტიის მხარდამჭერების მიერ, რაც ჩვენი პარტიის დემოკრატიულობაზე მიუთითებს", - განაცხადა უგულავამ.