"მოქალაქეობის საკითხები არის საქართველოს პრეზიდენტის ექსკლუზიური კომპეტენცია" -ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განუცხადა.
მისი თქმით, ამას ითვალისწინებს ახალი რეგულაციები, რომელიც ძალაში რამდენიმე დღის წინ შევიდა.
"მოქალაქეობის შესახებ იუსტიციის სამინისტრომ და სხვა უწყებებმა შეიმუშავეს ახალი ნორმები, რომლებიც რამდენიმე დღის წინ იქცა კანონად. ახალი კანონი არის გაცილებით უფრო ევროპული სტანდარტების შესაბამისი და რაც მთავარია, მიმართულია იმისკენ, რომ უფრო გამჭვირვალე იყოს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება, აღდგენა, თუ სხვა პროცესი. ახალი კონსტიტუციის ფარგლებში მთავარი სიახლე გახლავთ ის, რომ მოქალაქეობის საკითხები არის საქართველოს პრეზიდენტის ექსკლუზიური კომპეტენცია"- აღნიშნა წულუკიანმა.
მასალის გამოყენების პირობები