დღეს 6 აპრილს, 19:00 საათზე, ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის დიდ დარბაზში თბილისის კონსერვატორიის სტუდენტური სიმფონიური ორკესტრი კონცერტს გამართავს.
კონცერტში მონაწილეობენ სოლისტები: ირინა შერაზადაშვილი (სოპრანო), ალუდა თოდუა (ბარიტონი), გოდერძი ჯანელიძე (ბანი). დირიჟორი-იური დადიანი (საქართველო/ გერმანია).
პროგრამაშია: რიჩარდ ვაგნერის, ჯუზეპე ვერდის, შალვა მიშველაძის და რევაზ ლაღიძის ნაწარმოებები.
მასალის გამოყენების პირობები