საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვაშინგტონში რეფორმატორთა ცენტრს ქმნის. ამის შესახებ განცხადება სააკაშვილმა კიევში ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრობისას გააკეთა.
"ვაშინგტონში ვქმნით რეფორმების ცენტრს სადაც ყველა გავუზიარებთ საკუთარ გამოცდილებას. ეს იმავდროულად იქნება შემეცნებითი ცენტრი, სადაც სტუდენტებიც იქნებიან ჩართული სხვადასხვა ქვეყნებიდან, მათ შორის საქართველოდან", - აცხადებს სააკაშვილი.