„ნასა" ყირიმის მიმართ მოსკოვის მიერ წარმოებული პოლიტიკის გამო რუსეთთან თანამშრომლობას წყვეტს. ამჟამად თანამშრომლობა სარეთაშორისო კოსმოსური სადგურის მიმართულებით მიმდინარეობს მხოლოდ, რომელზეც ამერიკელი ასტრონავტი იმყოფება. ინფორმაციას ამის შესახებ „ბი-ბი-სი" ავრცელებს.
„სანას" თანამშრომლებისათვის გარკვეული შეზღუდვები წესდება და მათ რუსეთში ვიზიტები ეკრძალებათ. ეკრძალებთა ასევე მიმოწერა ელ.ფოსტით, სატელეფონო კონფერენციების ჩატარება რუს პარტნიორებთან, მათთან შეხვედრები საერთაშორისო ღონისძიებებზე, ასევე აკრძალულია რუსეთის წარმომადგენლების ვიზიტები „ნასაში".
„რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტოტიული მთლიანობის დარღვევის გათვალისწინებით „ნასა" რუსეთის ფედერაციასთან მიმდინარე კონტაქტების უმეტეს ნაწილს წყვეტს. „ნასა" და „როსკოსმოსი" აგრძელებენ თანამშრომლობას მხოლოდ საერთაშორისო კოსმოსური სადგურის უსაფრთხო ფუქნციონირებისათვის", _ ნათქვამია უწყების განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები