პოლონეთში, ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პრეზიდენტი, ქართული დიასპორტის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრას ქართველი სტუდენტებიც დაესწრნენ, რომლებმაც მარგველაშვილს კითხვები დაუსვეს. საუბარი ეკონომიკას შეეხო, მარგველაშვილმა სტუდენტებს განუმარტა, რომ ქვეყანაში ეკონომიკის რეგრესი პოლიტიკური ცვლილებების ბრალი იყო.
„მე პოლიტიკოსი ვარ, თქვენ ეკონომისტი, თქვენ უფრო ობიექტურად უნდა შემეკითხოთ და მითხრათ. ჩემი ახსნა არის, რომ პოლიტიკურმა ცვლილებამ ბიზნესს თავი შეაკავებინა და ამის გამო მოხდა სამ-პროცენტიანი და არა ექვს-პროცენტიანი ზრდა. ბოლო კვარტლის პოზიტივიც სწორედ მაგას მიგვანიშნებს, როგორც კი დასტაბილურდა პოლიტიკა, გაიზარდა ინვესტიცია. ეგ არის სულ", - განაცხადა მარგველაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები