პროკურატურის წარმომადგენლებს დღეს პარლამენტში ელოდებიან. ისინი დეპუტატებს შალვა თათუხაშვილის საქმესთან დაკავშირებით მასალებს გააცნობენ. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომის ჩანიშვნის გადაწყვეტილება გუშინ საგანგებო რეჟიმში მიიღეს.
კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, საკომიტეტო მოსმენაზე საზოგადოებას შესაძლებლობა ექნება, მიიღოს ის ინფორმაცია, რომლის გასაჯაროებაც ამ ეტაპზე პროკურატურას შეუძლია.
მოსმენა ღია რეჟიმში გაიმართება და მასზე დასწრება მედიის წარმომადგენლებსაც შეეძლებათ.
მასალის გამოყენების პირობები