დღეს, 3 მარტს, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის მხარდაჭერით, პარლამენტში მრგვალი მაგიდა გაიმართება. შეხვედრის თემაა "ევროატლანტიკური ინტეგრაცია, მიმდინარე რეფორმები და უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმები".
ღონისძიებას გახსნიან თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი და ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში უილიამ ლაჰიუ, მონაწილეობას მიიღებენ - საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები.
სადისკუსიო თემაა ევროატლანტიკური ინტეგრაცია, უსაფრთხოების სექტორში მიმდინარე რეფორმები, რამდენად ითვალისწინებს აღნიშნული რეფორმები სამოქალაქო-დემოკრატიული ზედამხედველობის მექანიზმებს.
მასალის გამოყენების პირობები