დღეს, 3 აპრილს, 10:30 საათზე სასტუმრო ,,ამბასადორში'' ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით პრესის წარმომადგენლებისათვის სემინარი გაიმართება.
სემინარი საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში მთავარი საკითხების შესახებ გაიმართება.
სემინარის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ელჩი ფილიპ დიმიტროვი.