პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით კოალიცია ,,ქართული ოცნების" მთავრობა სრულიად ახლებულად უდგება დევნილების პრობლემებს და ყველაფერს აკეთებდ მათი საცხოვრებელი ფართით უზრუნველსაყოფად.
,,ჩვენი მთავრობა სრულიად ახლებულად უდგება დევნილების პრობლემებს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მათ მიეცეთ საშუალება მშვიდად დაგეგმონ თავიაანთი ცხოვრება, თავიაანთი მომავალი, მანამდე ვიდრე დროებით დაკარგულ სახლ-კარს დაუბრუნდებიან", _განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთაარობა სამეგრელოში დევნილებისთვის საცხოვრებელ კორპუსს აშენებს, თუმცა ეს საკმარისი არ არის და დევნილებისითვის მიზერული დახმარებაა.
პრემიერის განმარტებით, ხელისუფლება დევნილებს კატეგორიებად არ ყოფს, როგორც ეს წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა.
,, ჩვენი ხელისუფლების პირობებში დაახლოებით 2 000 დევნილი ოჯახი, საშუალოდ, 8 000 ადამიანი დაკმაყოფილდა საცხოვრებელი ფართით. ჩვენ ვახორციელებთ გრძელვადიანი განსახლების პროგრამას. დევნილების საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფა გასულ წელს დავიწყეთ და უკვე 2016 წელს ეს პრობლემა ძირითადად გადაჭრილი იქნება", _განაცხადა ღარიბაშვილმა.