,,მწვანეთა პარტიის" ლიდერი გია გაჩეჩილაძე რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვს. ამის შესახებ გაჩეჩილძაემ პლენარულ სესიაზე განაცხადა.
მისივე განცხადებით, ის რომ საპარლამენტო ოპოზიცია ამდენს ბედავს ხელისუფლების ბრალია.
,,წიკლაურის ცემის თუ თვითგვემის ფაქტი უნდა გამოიძიონ, მაგრამ 2012 წელს ჩემ ოჯახში რომ შევადნენ ნიღბიანები და ჩემ სიძეს კალაშნიკოვი ჩაუდეს ჩემი შვილიშვილების წინ, მერე ვითომ ამოიღეს და დაიჭირეს, ეს ხალხი გამოდის და ყბედობს აქ, ეს ყაჩაღები. ასევე 2007 წელს ჩემი და თქვენი მეგობრის ზურაბ ჟვანიას შექმნილი ოფისიდან "მწვანეთა პარტიიდან" ხალხი გამოაძევეს, ამ საქმეების გამოძიებას ვითხოვ. უგულავა რომ დაგულაობს, მერაბიშვილი ციხეში რომ აგდია, სააკაშვილი კი საიდანღაც რომ ბატონობს.წესიერად კი არა, ნერვები არ მომიშალოთ. გათახსირებულები ესენი. ეს ყველაფერი არის ხელისუფლების ბრალი, რომ ამათ ასე ალაპარაკებენ, ამდენს რომ ბედავენ ესენი, ეს ბანდიტები. უყურე ერთი ამათ. მივმართავ ხელისუფლებას - დაამთავრეთ რა, დაამთავრეთ ეს კონცერტი. მე მოვითხოვ, დაინიშნოს ახალი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად, ან შემოდგომაზე", - აღნიშნა გაჩეჩილაძემ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.