ნატოს გენერალი რუსეთის ჯარის დანარჩენი უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრას სამ-ხუთ დღეში ვარაუდობს.
რუსეთს აქვს საკმარისად აუცილებელი ძალა უკრაინის საზღვარზე, იმისათის რათა ქვეყანაში შეჭრა დაიწყოს. ნატოს ძალების მთავარსარდალი ევროპაში ფილიპ ბრიდლავი აცხადებს, რომ რუსეთმა შესაძლოა თავის მიზანს სამ-ხუთ დღეში მიაღწიოს. ინფორმაციას ამის შესახებ რადიო სვობოდა ავრცელებს.
„Reuters"-სა და „Wall Street Journal" -ისათის მიცემულ ინტერვიუში ბრიდლავმა განაცხადა, რომ მდგომარეობა უკრაიან-რუსეთის საზღვარზე „ძალიან საგანგაშოა".
მისივე თქმით, ნატომ რუსეთის ჯარის მცირე ნაწილის მოქმედება დააფიქსირა გუშინ საღამოს, მაგრამ ვერ დაინახა ნიშნები იმისა, რომ ისინი ყაზარმებში დაბრუნდნენ.
გენერლის თმით, ნატოს წევრი-სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე ბრიუსელში მას სთხოვეს 15 აპრილამდე შეედგინა ხმელეთზე, ჰაერსა და წყალში დამხმარე ძალის პაკეტი - აღმოსავლეთ ევროპაში ნატოს მოკავშირეების უსაფრთხოების გარანტიებისათვის.
მასალის გამოყენების პირობები