,,აფხაზები საიმედო, რეალური და სასურველი მომავლის წყურვილმა უნდა მოიყვანოს ჩვენთან", _ამის შესახებ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დადიანების სასახლეში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამეგრელოს აყვავებამ უნდა დაარწმუნოს აფხაზები, რომ საქართველოსგან განცალკევება მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი და უკეთესი და უსაფრთხო მომავლისთვის ზურგის შექცევას ნიშნავს.
,, მხოლოდ ენოკომიკური, კულტურული, განვითარების მიმზიდველმა პერსპექტივამ უნდა აღადგინოს დარღვეული კავშირი. სამეგრელოს აყვავებამ უნდა დაარწმუნოს აფხაზები, რომ საქართველოსგან განცალკევება მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი და უკეთესი და უსაფრთხო მომავლისთვის ზურგის შექცევას ნიშნავს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველო ვაქციოთ ისეთ ქვეყნად სადაც ყველა ღირსეულად იცხოვრებს. როდესაც საქართველოს ნამდვილად დემოკრატიული, ევროპული ტიპის სახელმწიფოდ გადავაქცევთ მაშინ ჩვენ აფხაზ ძმებს საქართველოსკენ გამოუწევთ გული და უცხო ქვეყანას აღარ შეეკედლებიან", _განაცხადა ღარიბაშვილმა.