ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას კიდევ ერთხელ მხარი დაუჭირა და აღნიშნა, საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, თუმცა შემდგომი წარმატებისთვის აუცილებელია კონსტურქციული ურთიერთობები ოპოზიციასა და მთავრობას შორის.
,, თქვენ შესანიშნავ პროგრეს მიაღწიეთ თქვენ ამბიციურ, დემოკრატიულ და სამხედრო რეფორმებში. შემდგომი პროგრესი მოითხოვს იყოს მდგრადი, კონსტურქციული ურთიერთობები ოპოზიციასა და მთავრობას შორის. შარშანდელი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ივნისში დაგეგმილიო თვითმმართველობის არჩევნები იქნება ახალი ქვაკუთხედი, ახალი მნიშვნელოვანი ფაქტორი მომწიფებული დემოკრატიის გზაზე მდგრადი საქართველოსთვის. საქართველო გახდა მოდელი მთელი საქართველოსთვის, ქვეყანა რომელიც უზრუნველყოფს სტაბილურობასა და უსაფრთხოებას, რომელიც ატარებს რეფორმებს, რომელსაც აქვს სუვერენული არჩევანი ევროინტეგრაციისკენ", _განაცხადა რასმუსენმა.