,,საარჩევნო კოდექსში" შესატან ცვლილებებს დეპუტატები დღევანდელ სესიაზე პირველი მოსმენით განიხილავენ.
საპარლამენტო უმცირესობაში კოდექსში არსებულ ხარვეზებზე საუბრობენ და პირდაპირი გზით არჩეული მერებისა და გამგებლებისათვის უნდობლობის გამოცხადებას უკან გადადგმულ ნაბიჯს უწოდებენ.
მმართველ გუნდში კი უმცირესობის კრიტიკას არ იზიარებენ და აცხადებენ, რომ ,,საარჩევნო კოდექსში" განხორციელებული ცვლილებები არჩევნების გაყალბებას სრულიად გამორიცხავს.
"საარჩევნო კოდექსში" შესატანი ცვლილებების მიხედვით, მერები და გამგებლები პირდაპირი წესით, 50%-იანი ბარიერით აირჩევიან. საარჩევნო უბნებზე კი ამომრჩეველთა ბიომეტრიული სიები გამოიკვრება, სადაც სახელისა და გვარის გასწვრივ ამომრჩევლის ფოტოსურათი განთავსდება.
მასალის გამოყენების პირობები