საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში ნატო-ს გენერალურ მდივანს ანდერს ფოგ რასმუსენს შეხვდება.
დღესვე დაგეგმილია ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, , სადაც მაია ფანჯიკიძე სიტყვით გამოვა.
მინისტრი აცხადებს, რომ კომისიის ფარგლებში თანამშრომლობა ინტენსიურად მიმდინარეობს.
ფანჯიკიძე კოლეგებს საქართველოში გატარებულ რეფორმებზე მიაწვდის ინფორმაციას.
შეგახსენებთ, რომ ბრიუსელში ნატოს მინისტერიალი უკვე მეორე დღეა მიმდინარეობს. მინისტერიალს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ესწრება.
მასალის გამოყენების პირობები