,,ვერანაირი მუქარა ნატოს მოკავშირეების წინააღმდეგ წარმატებას ვერ მიაღწევს", _განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ბრიუსელში ნატოს მინისტერიალზე მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას.
რასმუსენის განცხადებით, რუსეთის ქმედებები ცვლის უსაფრთხოების ლანდშაფტს.
,,რუსეთის აგრესია ცვლის ჩვენს ევროპულ ხედვას და უსაფრთხოების ლანდშაფტს, იწვევს არასტაბილურობას ნატოს საზღვრებთან. დღეს გამოვხატავთ ჩვენს ვალდებულებას კოლექტიური უსაფრთხოების მიმართ. თავდაცვა იწყება შემაკავებელი შესაძლებლობებით. გადავდგამთ ყველა საჭირო ნაბიჯს იმისთვის რომ ვაჩვენოთ ვერანაირი მუქარა ნატოს მოკავშირეების წინააღმდეგ წარმატებას ვერ მიაღწევს", _განაცხადა რასმუსენმა.
მისივე თქმით, ნატოსთვის რუსეთის ქმედებები მიუღებელია. როგორც რასმუსენმა განაცხადა მინისტერიალზე განიხილავენ თუ რა სახის თანამშრომლობაა რუსეთთან შესაძლებელი.
,,რუსეთის ქმედებები მიუღებელია და განვიხილავთ რა სახის თანამშრომლობის გაგრძელებაა შესაძლებელი მასთან, რადგან რუსეთმა დაარღვია ყველა ის პრინციპი რომელზეც ჩვენი თანამშრომლობაა აგებული", _განაცხადა რასმუსენმა.