იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს საკანონმდებლო ორგანოში ელოდებიან. მინისტრი პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში მოხსენებით წარდგება.
სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი დღეიდან სახელმწიფო უწყებების მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით განხორციელებული ღონისძიებების შესწავლას იწყებს.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, პარლამენტმა სამთავრობო უწყებებს შესაბამისი რეკომენდაციები მისცა და კომიტეტი მათი შესრულების მონიტორინგს ახორციელებს.