დღეს, 1-ელ აპრილს, 14:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე მარგიშვილი გამართავს პრესკონფერენციას ნიუ იორკში დაგეგმილ ქართული კულტურის დღეებთან დაკავშირებით.
მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ სახელოვნებო ბაზარზე, ნიუ იორკ არტ ექსპოზე საქართველო თავისი კულტურით პირველად წარსდგება. ქართული პავილიონი ნიუ იორკში 4 - 6 აპრილს იქნება წარმოდგენილი.