,,საქართველო გახდება ნატოს წევრი, ეს პოლიტიკა არ შეცვლილა და არც არავის სურს მისი შეცვლა", _ამის შესახებ, ნატოს სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო გახდება ნატოს წევრი.
,,რის თქმაც შემიძლია არის ის რომ ნატოს თავისი პოზიცია არ შეუცვლია ივნისში გაიმართება საგრეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა სადაც განვიხილავთ პროგრესს რომელსაც ოთხივე ასპირანტი ქვეყანა აღწევს ნატოსთან დაახლოების გზაზე. ამასთან დაკავშირებით ანგარიშსაც წარმოვადგენთ. გადაწყვეტილებებს კი როგორ უნდა წავიდეთ წინ სამიტზე მივიღებთ. გზა აბსოლუტურად იგივე რჩება_საქართველო გახდება ნატოს წევრი, ეს პოლიტიკა არ შეცვლილა და არც არავის სურს მისი შეცვლა. ჩვენ მივყვებით ნაბიჯებს, რომელიც საქართველოს ნატოსთან დაახლოების მიზნით გვაქვს დაგეგმილი და საქართველოც უნდა გაყვეს საკუთარ ნაბიჯებს", _განაცხადა აპატურაიმ.
აპატურაი დარწმუნებულია, რომ ნატო საქართველოსთან მიმართებით კონკრეტულ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომელიც წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ალიანსში ინტეგრაციის პროცესში.
,, დარწმუნებული ვარ, რეალური ნაბიჯი გადაიდგმება წინ საქართველო სასარგებლოდ. კონკრეტულად რა არის არ ვიცი, შესაძლოა, იყოს მაპი, ან სხვა რამ, მაგრამ ნატოს გენერალურმა მდივანმა ნათლად აღნიშნა, რომ საქართველომ არსებითი რეფორმები განახორციელა და დიდი დახმარებას გვიწევს. მას სურს იხილოს რაიმე კონკრეტული, წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოსთან მიმართებაში", _განაცხადა აპატურაიმ.