ლატვიის პარლამენტის თავმჯდომარის სოლვიტა აბოლტინას განცხადებით, საქართველომ დიდი სამუშაო გასწია ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გასაძლიერებლად.ამის შესახებ, სოლვიტა აბოლტინამ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან მაია ფანჯიკიძესთან შეხვედრისას განაცხადა.
"საქართველომ დიდი სამუშაო გასწია ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გასაძლიერებლად. ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას რაც შეიძლება მოკლე დროში,"- განაცახდა სოლვიტა აბოლტინამ.
ლატვიის პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ევროკავშირსა და ნატოში პარტნიორებთან შეხვედრისას, ლატვიური მხარე თავის პოზიციას დააფიქსირებს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხთან დაკავშირებით.
„ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს მჭიდრო თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ხალხთა შორის კონტაქტების დონეზე" - აღნიშნა ლატვიის პარლამენტის თავმჯდომარემ მინისტრთან შეხვედრისას.