მუსიკოსმა ტელეეთერით განაცხადა, რომ გათხოვებას აპირებს და დიდ ბრიტანეთს დემოკრატიული კანონმდებლობის გამო მადლობა გადაუხადა.
ბრიტანელ მუსიკოსს და მის პარტნიორს დევიდ ფერნიშს ოფიციალური ქორწინება მიმდინარე წლის მაისში ექნებათ. ეს განცხადება ჯონმა „NBC"-ს ეთერში გააკეთა.
„ამას ზედმეტი ხმაურის გარეშე გავაკეთებთ. ქორწილის ცერემონიალი სავარაუდოდ იქნება და ეს იქნება ბედნიერი მოვლენა. ძალიან ამაყი ვარ ბრიტანეთის გამო და კანონის გამო, რომლის განხილვაც მას შემდეგ დაიწყეს, რაც მე და ფერნიში ერთად ვართ",_ განაცხადა ელტონ ჯონმა.
მასალის გამოყენების პირობები