პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელობის სტიპენდია დაარსა. როგრც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული სტიპენდია ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის სასწავლო წლის საუკეთესო სტუდენტს გადაეცემა.
,,მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ პირველი პრეზიდენტის ხსოვნის უკვდავსაყოფად დავაარსო ზვიად გამსახურდიას სახელობის სტიპენდია, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის სასწავლო წლის საუკეთესო სტუდენტს გადაეცემა. ამ ფაკულტეტზე სამეცნიერო-პედაგოგიურ მუშაობას ზვიად გამსახურდიამ თავისი ცხოვრების მნიშვნელოვანი წლები მიუძღვნა. მჯერა, რომ მისი მაგალითი, მისი ღვაწლის დაფასება, მნიშვნელოვანი სტიმული იქნება ჩვენი ახალგაზრდობისთვის, მათთვის, ვინც ხვალ უნდა იტვირთოს საქართველოში მეცნიერების, ქვეყნის განვითარების, დამოუკიდებლობის განმტკიცების პასუხისმგებლობა.ღმერთი ფარავდეს საქართველოს!", _აცხადებს მარგველაშვილი.