,,ნაცმოძრაობა" დავით უსუფაშვილს მოუწოდებს ნუგზარ წიკლაურზე თავდასხმის დროულად გამოძიებაზე პასუხისმგებლობა პირადად აიღოს. ამის შესახებ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.
ბაქრაძის განმარტებით, მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მომხდარზე სრულ პასუხისმგებლობას აკისრებს ამჟამინდელ მთავრობას, პირადად დე-იურე პრემიერ ღარიბაშვილსა და პასუხისმგებლობაგაქცეულ დე-ფაქტო მმართველ ბიძინა ივანიშვილს. საქართველოს პარლამენტის წევრის გატაცების დანაშაშაულებრივი დავალების გამცემთა და შემსრულებელთა უსწრაფეს დროში არდასჯა დაადასტურებს ღარიბაშვილ-ივანიშვილის მონაწილეობასა. ამასთანავე, მოვითხოვთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პირადად აიღოს პასუხისმგებლობა დეპუტატ ნუგზარ წიკლაურზე თავდასხმის დროულად გამოძიებაზე", _განაცხადა ბაქრაძემ, რომელიც დეპუტატის ცემის ფაქტის უსწრაფეს გამოძიებას მოითხოვს.
,,ჩვენ მოვითხოვთ ამ ფაქტის, უსწრაფეს გამოძიებას ვინაიდან ნებისმიერი გაჭიანურება ამ საქმის გამოძიებისა დაადასტურებს ეჭვს, ჯგუფი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, გახლდათ კარგად მომზადებული და სპეციალურად ამ მიზნისთვის შექმნილი ჯგუფი, სავარაუდო კავშირებით ძალოვან სტრუქტურებთან თუ სპეცსამსახურებთან. ამიტომ მოვწოდებთ ხელისუფლებას, უმოკლეს ვადაში გამოიძიოს ეს ფაქტი", _განაცხადა დავით ბაქრაძემ.