,,ნაცმოძრაობამ" ისნის მაჟორიტარი კანდიდატები დაასახელა. ისნის რაიონი თბილისის საკრებულოში სამი საარჩევნო უბნითაა წარმოდგენილი ესენია ავლაბარი, ნავთლუღი და ვაზისუბანი.
ვაზისუბანში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატი გოგა ონიანია, ავლაბარში ბესარიონ კვიციანი, ხოლო ნავთლუღში დავით კირთაძე. როგორც ჟურნალისტებთან ვაზისუბნის მაჟორიტარობის კანდიდატმა გოგა ონიანმა განმარტა მისი მიზანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და ადგილობრივების დასაქმება იქნება.
,, შემდეგო ოთხი წლის სტრატეგია იქნება ზრუნვა ინფრასტრუქტურაზე, ზრუნვა ადამიანების დასაქმებაზე რაც ყველაზე მეტად დღეს ვაზისუბანს სჭირდება და სოციალური პრობლემების გადაწყვეტა", _განაცხადა ონიანმა.