წუხანდელი უამინდობის შედეგად ბათუმის სანაპიროზე 6 ბალიანი შტორმი დაფიქსირდა, რამაც პრობლემები შექმა. 
ამ დროისთვის  სანაპიროს მიმდებარე ტერიტორია უკვე გაწმენდილია. 
აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსის მოვალების შემსრულებლის  მამუკა თურმანიძის  ინფორმაციით, უხვი ნალექის გამო ქობულეთში 2 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. 
მეწყერი ჩამოწვა ხულოსა და შუახევში.