შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ირაკლი ყურაშვილმა შვეიცარიის კონფედერაციის პარლამენტის ზედა პალატის - ეროვნული საბჭოს თავმჯდომარესთან რუდი ლუსტენბერგერთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე განხილული იქნა ორ ქვეყანას შორის მიმდინარე თანამშრომლობის მნიშვნელოვანი თემები და ბოლო 2 წლის განმალობაში საქართველოსა და შვეიცარიას შორის გააქტიურებული საპარლამენტაშორისო თანამშრომლობის, ასევე მიმდინარე წელს მაღალი დონის საპარლამენტო ვიზიტების ორგანიზების საკითხები.
მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკის მნიშვნელოვან თემებზე და ისაუბრეს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
ელჩმა რუდი ლუსტენბერგერს უკრაინაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის ოფიციალური პოზიციაც გააცნო.