საკრებულოს უმცირესობა საკანონმდებლო ორგანოს ფრაქცია "თავისუფლების" თავმჯდომარის მერაბ რაფავას განცხადებას უზნეოს უწოდებს და "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს "ნაციონალური მოძრაობის'' წევრების ზეწოლაში ადანაშაულებს.
საკრებულოს ფრაქცია "რეფორმატორების'' თავმჯდომარემ თემურ გრიგალაშვილმა მერაბ რაფავა პროკურატურის შტატგარეშე თანამშრომლად მოიხსენია და აღნიშნა, რომ მან ბოლო 15-20 წლის განმავლობაში დაახლოებით 5-6 პოლიტიკური მფარველი გამოიცვალა.
თემურ გრიგალაშვილმა მერაბ რაფავას ზნეობრივი ჩარჩოების დაცვისკენ მოუწოდა.
შეგახსენებთ, რომ საკრებულოს უმრავლესობის წევრმა მერაბ რაფავამ დღეს ბრიფინგი გამართა და სარევიზიო კომისიის მიერ კრწანისის რაიონში აღმოჩენილ დარღვევებზე ისაუბრა.
რაფავას ინფორმაციით, კრწანისის გამგებელი ხათუნა ბერძენიშვილი ბენეფიციართა სიებს არაობიექტურად აყალიბებს, რის გამოც არაერთი უმწეო ადამიანი რჩება დახმარების გარეშე.