საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძისთვის ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის რეაქცია დისტანციურ დაკითხვაზე უარის თქმის შესახებ გაუგებარია. როგორც საკითხის კომენტირებისას ჟურნალისტებთან ფანჯიკიძემ განაცხადა ადამიანს თუ შეუძლია დაეხმაროს გამოძიებას ეს უნდა გააკეთოს.
,,მიმაჩნია, რომ თუ ადამიანს შეუძლია გამოძიებას ხელი შეუწყოს, ეს უნდა გააკეთო. ეს უბრალოდ მოქალაქეობრივი ვალია. ასე რომ, ჩემთვის გაუგებარია ასეთი რეაქცია ისეთ მარტივ საკითხზე, როგორიცაა მოწმედ გამოძახება, მისვლა და ჩვენების მიცემა", - განაცხადა ფანჯიკიძემ.