გიორგი მარგველაშვილმა მისი წინამორბედის, მიხეილ სააკაშვილის რამდენიმე ბრძანებულება გააუქმა. საუბარია სულ 4 ბრძანებაზე. როგორც პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის №111 ბრძანებულებაშია აღნიშნული „ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად ცხადდება შემდეგი ბრძანებულებები:
1. „სამოქალაქო და სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ჯილდოდ გადაცემის წესის" დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 3 სექტემბრის №430 ბრძანებულება.
2. „იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი" საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულება.
3. „საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული იარაღის ტარების, გადაადგილებისა და შენახვის წესისა და რეჟიმის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 18 დეკემბრის №750 ბრძანებულება.
4. „სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის ტყვია-მასრების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაგზავნის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 30 სექტემბრის №570 ბრძანებულება.
მასალის გამოყენების პირობები