აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია ხვალ, კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრის, სპექტაკლის "ემიგრაციის ნუმერი" პრემიერას დაესწრება.
პრემიერას აფხაზეთის მთავრობის წევრები და საქართველოს კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებიც დაესწრებიან, რომელიც კოტე მარჯანიშვილის სახლების სახელმწიფო თეატრის მცირე სცენაზე 20:00 საათზე დაიწყება.
სპექტაკლი ორ მარტოხელა ადამიანზე მოგვითხრობს, სლავომირ როჟეკის "ემიგრანტების" მიხედვით შეიქმნა. სპექტაკლის რეჟისორი ბექა ქავთარაძეა.