პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ზუსტად ახლა დადგა დრო რომ ევროკავშირმა საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიაროს. როგორც პრემიერმა საერთაშორისო კონფერენციაზე სახელწოდებით „ეკონომიკური ინტეგრაცია ევროკავშირთან - პერსპექტივები და შესაძლებლობები" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა თუ ევროკავშირი არ მისცემს აღმოსავლეთის პარტნიორობის წარმატებულ ქვეყნებს გაწევრიანების მკაფიო დაპირებას, უკრაინის მსგავსი კრიზისები კვლავ იჩენს თავს.
,,ჩვენ მიგვაჩნია, რომ ზუსტად ახლა დადგა დრო, ევროკავშირმა აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა, რითაც გზას გაუხსნის ჩვენს გაწევრიანებას ევროკავშირში. დღეს უკვე სრულიად ნათელია, რომ, თუ ევროკავშირი არ მისცემს აღმოსავლეთის პარტნიორობის წარმატებულ ქვეყნებსგაწევრიანების მკაფიო დაპირებას, უკრაინის მსგავსი კრიზისები კვლავ იჩენს თავს. გამორიცხული არ არის, ასეთი კრიზისებიუკონტროლო გახდეს და მთელი რეგიონიც კი მოიცვას.მინდა დავარწმუნო ყველა, რომ ჩვენ მზად ვართ არა მარტო იმისთვის, რომ ვიყოთ ევროპის მეზობელი, არამედ მზად ვართ ვავხდეთ ევროპული სამეზობლოს წევრი. ხაზგასმით მინდააღვნიშნო, რომ ევროკავშირში ეტაპობრივი ინტეგრაცია არის ჩვენი ქვეყნის როგორც საგარეო, ისე საშინაო პოლიტიკის ქვაკუთხედი და ამისათვის ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ", _განაცხადა ღარიბაშვილმა.