,,ჩვენი პოლიტიკური ხედვა -აქტიური ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია - არის ევროპის სახელმწიფოთა ოჯახში დაბრუნების გზა", _ამის შესახებ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საერთაშორისო კონფერენციაზე სახელწოდებით „ეკონომიკური ინტეგრაცია ევროკავშირთან - პერსპექტივები და შესაძლებლობები" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, ევროპულ იდეას მხარს უჭერს ქართველი ხალხი და ყველა ძირითადი პოლიტიკური პარტია.
,,მიხარია რომ აქ ვხედავ როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების, ისე არაწევრი ქვეყნების წარმომადგენლობით დელეგაციებს. ჩვენთვის დიდი პატივია თქვენი მასპინძლობა თბილისში.დღევანდელი ჩვენი შეკრება, ეს კონფერენცია საშუალებას მაძლევს, კიდევ ერთხელ გამოვხატო საქართველოს დამოკიდებულება ევროკავშირთან ინტეგრაციასთან დაკავშირებით და ვილაპარაკო ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ინტეგრაციის პერსპექტივებსა და შესაძლებლობებზე. უკვე არაერთხელ, სხვადასხვა ტრიბუნიდან და, მათ შორის,ყველაზე მაღალი ტრიბუნებიდან გაისმა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა პოლიტიკური განცხადებები საქართველოს ევროპული არჩევანის, მისი საგარეო-პოლიტიკური ორიენტაციის შესახებ. დღეს კიდევ ერთხელ სიამოვნებით გავიმეორებ, რომ ჩვენი პოლიტიკური ხედვა -აქტიური ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია - არის ვროპის სახელმწიფოთა ოჯახში დაბრუნების გზა, რომლებთანაც ჩვენ გვაქვს საერთო ღირებულებები.
ევროპულ იდეას მხარს უჭერს ქართველი ხალხი და ყველა ძირითადი პოლიტიკური პარტია. ეს იდეა დღეს უკვესაერთოეროვნულ იდეად იქცა", _განაცახდა ღარიბაშვილმა.
ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოსთვის ევროინტეგრაცია შეუქცევადი პროცესია.
,,ევროინტეგრაცია ჩვენი ქვეყნისთვის შეუქცევადი პროცესია. ჩვენ, ხელისუფლებასაც და ხალხსაც კარგად გვაქვს გაცნობიერებული, რომ სწორედ ევროპაშია საქართველოს ადგილი ვილნიუსის სამიტზე ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებით,ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით, ჩვენ გადავედით სრულიად ახალ ეტაპზე ევროკავშირთან ურთიერთობაში", _განაცახდა ღარიბაშვილმა.