აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას განცხადებით, საქართველო, ისევე როგორც უკრაინა, ამჟამად არ დგას ნატოში გაწევრიანების გზაზე.
„არც უკრაინა და არც საქართველოა ამჟამად ნატოში გაწევრიანების გზაზე. არ არსებობს ნატოს ახლა გაფართოების გეგმა," - განაცხადა ბარაკ ობამამ აშშ-ევროკავშირის სამიტთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისივე თქმით, აშშ-სა და ევროკავშირს სურთ, ალიანსის არაწევრი ქვეყნებიდან მხარდაჭერა გაუწიონ იმ სახელმწიფოებს, რომლებიც იზიარებენ დასავლეთის პრინციპებს და იდეალებს.
„ამიტომ ყველა ზომას მივმართავთ, რათა მხარი დავუჭიროთ უკრაინას - მის არჩევნებს, მის ეკონომიკას და გავაგრძელოთ რუსეთის იზოლაცია იმ ნაბიჯებზე საპასუხოდ, რომლებიც მან გადადგა", განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.