,,ნაციონალური მოძრაობა" ჟვანიას საქმეზე ნდობის ჯგუფის შექმნას ითხოვს. ამის შესახებ, პარტიის წევრმა გივი თარგამაძემ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც თარგამაძემ განაცადა ნდობის ჯგუფი დაკომპლექტდება სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებისა და ექსპერტების მიერ.
,,მიუხედავად ჩვენი არაერთგზის მოთხოვნისა მომხდარიყო მასალების განსაჯაროება, როგორც ჩანს, ხელისუფლება ამისთვის მზად არ არის. იმისთვის, რომ დასრულდეს ზურაბ ჟვანიას საქმის გარშემო საზოგადოებაში არსებული სპეკულაცია აუცილებლად მიგვაჩნია შეიქმნას სპეციალური ნდობის ჯგუფი სადაც შევლენ სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ექსპერტები. ამ ჯგუფს გაეცნოს საქმეში არსებული ყველა მასალა, ასევე ჯერ არ განსაჯაროვებული მასალა ამერიკის საგამოძიებო ფედერალური სააგენტოს ყველა დასკვნის ჩათვლით. ამავე ჯგუფს გაეცნოს გამოძიებაში ყველა არსებული თავდაპირველი ექსპერტიზის სრული ვიდეომასალა, ამავე ჯგუფის წარმომადგენლებს მიეცეთ საშუალება შეხვდნენ საქმეზე დაკავებულ პირებს, რათა გამოირიცხოს მათზე ზეწოლა. ყველა საგამოძიებო მოქმედება მათ შორის, ექსგუმაცია ამ ჯგუფის სრული ინფორმირებით განხორციელდეს სრული ფიქსაციით ვიდეო და აუდიო მატარებლებზე, რათა გამოირიცხოს ფალსიფიკაციის შესაძლებლობები ხელახალი ექსპერტიზისა და ექსგუმაციისას, ყველა ხელახალი ექსპერტიზა ჩატარდეს საერთაშორისოდ აღიარებული სააგენტოების მიერ რათა გამოირიცხოს მთავრობის ზეწოლა ხელახალ ექსპერტიზაზე ", - განაცხადა თარგამაძემ.