ქუთაისში მერიის წინ სოციალურად დაუცველებმა  აქცია გამართეს.
ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე, ყოფილი სამხატვრო სახლის შენობაში უკანონოდ შეჭრილი მოქალაქეები ადგილობრივ ხელისუფლებას ალტერნატიული ფართით უზრუნველყოფას, ან სამხატვრო სახლში ელემენტარული პირობების - წყლის, ელექტროენერგიისა და კანალიზაციის სისტემების დამონტაჟებას სთხოვენ.
აქციის მონაწილეებს მერიის საბინაო კომუნალური მეურნეობის სამსახურის უფროსი შეხვდა. 
კახა დალაქიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე მერიას მხოლოდ ელექტროენერგიის პრობლემის გადაჭრა შეუძლია.
                                
                                                                     
                                     მასალის გამოყენების პირობები