სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის მე-16 შეხვედრამ მუშაობა განაახლა.
სხდომაზე საქართველოს პარლამენტის წევრმა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი ვოლსკიმ პრეზენტაცია გამართა თემაზე: ,,საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტა".
პარლამენტარმა ისაუბრა ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების მოგვარების გზებზე, ყურადღება გაამახვილა შესაძლო საფრთხეებზე და მათი პრევენციის ზომებზე. პრეზენტაციის შემდეგ შეხვედრა კითხვა - პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
ევროკავშირი - საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის მე-16 შეხვედრა მუშაობას დღეს დაასრულებს.
დაგეგმილია კომიტეტის განცხადებისა და რეკომენდაციების მიღება.