,,ქორთიარდ მარიოტში" მიმდინარე ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებს ირაკლი ტრიპოლსკისა და გიორგი კანდელაკს შორის დაპირისპირება მოხდა. როგორც ჟურნალისტებთან ტრიპოლსკიმ განაცხადა მან კანდელაკის უტიფრობა ვეღარ აიტანა და კომიტეტის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.
,, კანდელაკს კითხვა უნდა დაესვა, მაგრამ როგორც იცის ხოლმე, დაიწყო ლაპარაკი თვითმმართველობის ორგანოებში ზეწოლაზე, მედიაზე ზეწოლაზე, ვინმე გრძნობთ ზეწოლას? შეიძლება ამდენი უტიფარი ტყუილი? მე არაფერი მიპასუხია, ავდექი და წამოვედი. ქართულად ვთქვი, ვეღარ ვიტან ამდენ უტიფრობას-მეთქი და გამოვედი. ალბათ, არ მოვიქეცი სწორად, მაგრამ რა ვქნა, შესაძლოა, უნდა ამეტანა ამდენი უტიფრობა, მაგრამ უკვე შეუძლებელია", _განაცხადა ტრიპოლსკიმ.