საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბერძენ კოლეგას კაროლოს პაპოულიასს საბერძნეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
„თქვენო აღმატებულებავ, ნება მომეცით გულითადად მოგილოცოთ საბერძნეთის დამოუკიდებლობის დღე და ბერძენ ხალხს კეთილდღეობა და აყვავება ვუსურვო.დიდად ვაფასებთ ჩვენს ორ ერს შორის არსებულ ტრადიციულ მეგობრულ ურთიერთობას და მჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით ეს ურთიერთობა კიდევ უფრო გამტკიცდება. ჩვენ ვაფასებთ საბერძნეთის მხარდაჭერას საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში და იმედი გვაქვს, ჩვენი ნაყოფიერი თანამშრომლობა ამ მიმართულებით მომავალშიც გაგრძელდება, მით უფრო, რომ საბერძნეთი ევროპის კავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა.თქვენო აღმატებულებავ, ვსარგებლობ შემთხვევით და მეგობარი ბერძენი ხალხისადმი საუკეთესო სურვილებით კიდევ ერთხელ გიდასტურებთ ჩემს ღრმა პატივისცემას", - აღნიშნულია მილოცვის წერილში.
მასალის გამოყენების პირობები