3 ივნისს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით შვეიცარიის პრეზიდენტი დიდიერ ბურკჰალტერი ეწვევა.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა დიდიერ ბურკჰალტერი საქართველოში დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართული შეხვედრის დროს მოიწვია.
საქართველოში 3 ივნისს ჩამობრძანების გადაწყვეტილება ირაკლი ღარიბაშვილს დიდიერ ბურკჰალტერმა დღეს, ბირთვული უსაფრთხოების სამიტის ფარგლებში გამართული შეხვედრის დროს გააცნო.