ბირთვული უსაფრთხოების სამიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნიდერლანდების მეფის უილემ ალექსანდერის სახელით გამართულ მიღებასა და სამუშაო სადილს დაესწრო.
ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა ირაკლი ღარიბაშვილმა საპატიო სტუმართა წიგნში ჩანაწერი გააკეთა და სამეფო ოჯახს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.
საზეიმო მიღების ბოლოს, მიწვეულმა დელეგაციის სტუმრებმა ერთობლივი ფოტო გადაიღეს.