დღეს, 24 მარტს, ჰააგაში, „დიდი შვიდეულის" ლიდერები რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას განიხილავენ.
შეხვედრის დღის წესრიგიდან ფაქტობრივად ამოვარდა ბირთვული უსაფრთხოების საკითხი, რომელსაც უნდა მიძღვნოდა სამიტი, რადგანაც აუცილებელი გახდა მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ლიდერებმა შესაბამისი რეაგირება მოახდინონ ყირიმის ანექსიაზე.
ბი-ბი-სის ინფორმაციით, „დიდი რვიანის" ფორმატზე უარის თქმა, რომელიც ცივი იმის დასრულების შემდეგ ჩამოყალიბდა, ნიშნავს, რომ მოსკოვი შესაძლოა, ხანგრძლოვ პოლიტიკურ და ეკონომიკურ იზოლაციაში აღმოჩნდეს.