პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ევროსაბჭოს პრეზიდენტს, ჰერმან ვან რომპეის ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის ივნისში გადმოტანასთან დაკავშირებით მადლობა გადაუხადა.
მისი განცხადებით, ეს ფაქტი ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულოა, „ჩვენ გვჯერა, რომ რუსეთის მხრიდან საფრთხე კიდევ უფრო გაიზრდება და მზად უნდა ვიყოთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ჩვენ, ხელისუფლების წარმომადგენლებს, გვჭირდება არგუმენტები საკუთარ ხალხთან სასაუბროდ, თუ რა სიკეთეებს უნდა ველოდოთ ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდეგ", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა შეხვედრაზე.
შეხვედრაზე ჰერმან ვან რომპეიმ დავით უსუფაშვილს კიდევ ერთხელ დაუდასტურა მხარდაჭერა ევროპისკენ სწრაფვაში.
მასალის გამოყენების პირობები