ეს არის მორიგი მცდელობა, დათესონ ახალი ფსიქოზი წინასაარჩევნოდ, - აცხადებს "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში პრეზიდენტის ადმინსტრაციის ყოფილი უფროსი ანდრო ბარნოვი. მისი თქმით, ეს არის მორიგი მცდელობა, რომ მიხეილ სააკაშვილი და ყველაფერი, რაც მის სახელს უკავშირდება, წარმოაჩინონ აბსოლუტურ ბოროტებად.
"მე ვფიქრობ, ეს არის მორიგი მცდელობა, რომ მიხეილ სააკაშვილი და ყველაფერი, რაც მის სახელს უკავშირდება, წარმოაჩინონ აბსოლუტურ ბოროტებად, დათესონ ახალი ფსიქოზი წინასაარჩევნოდ, უთხრან ხალხს, რომ ყველაფერი, რაც მანამდე იყო, არის ბოროტება და მიუღებელი, ხაზი გადაუსვან აღმშენებლობის ეპოქას და დააბრუნონ ქვეყანა კლანურ ტოტალიტარიზმში. ვიცი, როგორ იბარებდნენ ადმინისტრაციის თანამშრომლებს დაკითხვებზე და ცდილობდნენ, გამოეცინცლათ ჩვენება კანონდარღვევებზე. ისიც კარგად მახსოვს, რა სასაცილოდ გამოიყურებოდნენ ეს გამომძიებლები, როცა კომპეტენტური ადამიანების პირისპირ რჩებოდნენ. ახლა ისღა დარჩენიათ, რომ რადგან კანონს ვერ იმარჯვებენ, ისევ ფსიქოზის თესვას მიყონ ხელი. არამგონია, ვინმე ჭკუათმყოფელმა სხვაგვარად აღიქვას სააკაშვილის მოწმედ დაბარება.- აცხადებს "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ბარნოვი.
მისვე თქმით, ხელისუფლებამ როგორც ჩანს, მიიჩნია, რომ რადგან უკრაინის მოვლენების გამო ევროკავშირმა ასოცირების ხელშწკრულების გაფორმება დააჩქარა, ახლა თვალს დახუჭავენ იმ უმსგავსობის მიმართ, რაც ქვეყნის შიგნით მოხდება.
"მინდა ვუთხრა ხელისუფლებას, რომ ჯერ ერთი, ეს შანსი გაგვიჩნდა არა მათი დამსახურების, არამედ იმ ბრძოლის გამო, რომელსაც უკრაინელი ხალხი ეწეოდა და რომელშიც მიხეილ სააკაშვილი თავიდანვე იტო და დღემდე ძალიან აქტიურადაა ჩაბმული. ჩვენი მთავრობის ეს მცდელობა, რომ წარმოიდგინონ კარდბლანში და აკეთონ რაც მოესურვებათ, ძალიან დაასუსტებს ასოცირების ხელშეკრულების მომავალს და მათი დღევანდელი საქციელი არის სწორედ ის, რაზეც პუტინი ოცნებობს", -აცხადებს ბარნოვი.