საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კონგრესმენ მაიკ როჯერსს შეხვდა.
მხარეებმა საქართველო-აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორობაზე, ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებებსა და ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის პერსპექტივებზე იმსჯელეს.
საუბარი შეეხო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტს აშშ-ში. კონგრესმენმა როჯერსმა ირაკლი ღარიბაშვილს მიულოცა წარმატებული ვიზიტი.
ირაკლი ღარიბაშვილმა სტუმარს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის.
შეხვედრას აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი და კონგრესმენის თანმხლები პირები დაესწრნენ.
„რესპუბლიკელი" კონგრესმენი მიჩიგანის შტატიდან, მაიკ როჯერსი საქართველოს გუშინ ეწვია.