ევროკავშირის საბჭომ 28 წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე დაადასტურა, რომ უკრაინასთან ასოცირების შესახებ შეთანხმების პოლიტიკურ ნაწილს ხელი ბრიუსელში 21 მარტს მოეწერება.
„საბჭო ასოცირების შესთანხმების შესახებ პოლიტიკური ნაწილის ხელმოწერას უკრაინასთან 21 მარტს ბრიუსელში ელის",_ ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში და იქვე აღნიშნულია, რომ „ეს ნაბიჯები დაადასტურებენ უკრაინის თავისუფალ და სივერენულ გადაწყვეტილებას ევროკავშირთან პოლიტიკური ასოციაციისა და ეკონომიკური ინტეგრაციის შესახებ".