უკრაინელი სამხედროები ყირიმში სიტუაციიდან გამომდინარე საგანგებო გადაწყვეტილების მიღებამდე დარჩებიან. განცხადება ამის შესახებ უკრაინის პირველმა ვიცე-პრემიერ-მინისტრმა ვიტალი იარემამ გააკეთა.
„რა იქნება სამხედროებთან დაკავშირებით - ჩვენ ყოველდღე ვფიქრობთ ამაზე. ყირიმი იყო არის და იქნება უკრაინის ტერიტორია. ყველა ადამიანი,რომელიც იქ ცხოვრობს ხელფასს და პენსიას მიიღებს და მათ უკრაინული პასპორტები ექნებათ",_ აცხადებს იარემა.
მისვე თქმით, ყველაზე მთავარი კი თითეული ადამიანის სიცოცხლეა და ამიტომაც „ყოველ კონკრეტულ სიტუაციაში ჩვენ მივიღბთ გადაწყვეტილებას დავტოვოთ ისინი იქ თუ მივცეთ მათ გამოსვლის საშუალება".
კითხვაზე პასუხის გაცემისას, თუ ყირიმში მყოფ ჯარისკაცებს აიძულებენ ევაკუაცია განახორციელონ მათ რეაგირების უფლება წესდების მიხედვით აქვთ.
"ჩვენ ომი არ გვინდა, მაგრამ ჩვენ თვითინ იქიდან არ წავალთ. ეს ჩვენი ტერიტორიაა. ჩვენ გავაგრძელებთ ფიქრს, მუშაობას, მოლაპარაკებების წარმოებას იმისათვის, რომ ეს ადამიანენბი იქ არ დაზარალდნენ",_ განაცხადა იარემამ.