აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ რუსეთის ფედერაცის ოფიციალური პირის მიმართ სანქციების დაწესების განკარგულებას მოაწერა ხელი. სანქციების მიხედვით ამ ჩინოვნიკების აქტივები იყინება. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი" ავრცელებს.
ნუსხაში არიან: რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი. რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი სერგეი გლაზნევი. ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარე ვალენტინა მატვიენკო. რუსეთის ვიცე პრემიერი დიმიტრი როგოზინი. რუსეთის დუმის დეპუტატი ელენა მიზულინა. დუმის დეპუტატი ლეონიდ სლუცკი. ფედერაციის საბჭოს წევრი ანდრეი კლიშასი. სანქციები დღეიდან არის ძალაში.
ამას გარდა, აშშ ფინანსთა სამინისტრომ სანქციები ასევე შემოიღო 4 უკრაინელის მიმართ. ესენი არიან: ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი, ყირიმის პრემიერ-მინისტრი სერგეი აკსენოვი, ყირიმის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე ვლადისლავ კონსტანტინოვი და საზოგადოებრივი მოძრაობა „უკრაინსკი ვიბორ"-ის თავმჯდომარე ვიქტორ მედვედჩუკი.