17 მარტიდან ამინდი გაუარესდება და საქართველოს მთელს ტერიტორიაზე წვიმაა მოსალოდნელი.
,,17 მარტიდან ამინდი კვლავ გაუარესდება და წვიმაა მოსალოდნელი. 18 მარტიდან კი შედარებით გამოიდარებს და მომდევნო დღეების განმავლობაში უნალექო ამინდი შენარჩუნდება", - განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ჰიდრომეტეოროლოგიური კვლევის ცენტრის მონიტორინგისა და პროგნოზირების სამსახურის უფროსმა სვეტა ნიორაძემ განაცხადა.
მისივე განმარტებით, 17 მარტიდან ტემპერატურა შედარებით დაეცემა და ჰაერი აღმოსავლეთ საქართველოში 8-13 გრადუსამდე, დასავლეთ საქართველოში კი 7-12 გრადუსამდე გათბება.