დღეს, 17 მარტს, ყირიმის კრიზისის ირგვლივ ევროკავშირი რუსეთის ქმედებებზე რეაგირებას მოახდენს. განცხადება ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა.
ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთს შეცვალოს თავისი პოზიცია ყირიმის კონფლიქტთან დაკავშირებით.
„ჩვენ კონფრონტაციას არ ვეძებდით, მაგრამ თუ რუსეთი არ წავა დათმობებზე ბოლო მომენტშიც კი, მაშინ ორშაბათს ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ჩვენ შესაბამის პასუხს გავცემთ მას",_ განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ინფორმაციას ამის შესახებ „Deutsche Welle" ავრცელებს.
ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის თქმი, ყირიმის კრიზისის ირგვლივ სიტუაცია „ფეთქებადსაშიშია და რუსეთი აქამდე დარეგულირების ყველა ვარიანტს უარყოფს, უარს აცხადებს გადადგას ნებისმიერი ნაბიჯი სიტუაციის დეესკალაციისათვის და სავარაუდოდ ყველაფერს ამას შეგნებულად აკეთებს, რასაც ჩვენ ვერ შევურიგდებით",- აცხადებს მინისტრი.